ევროკავშირი ყველა სმარტფონისთვის ერთი დამტენის გამოყენებას მოითხოვს

ევროკავშირიში მიაჩნიათ, რომ ყველა მოწყობილობისთვის, ერთი ტიპის დამტენის გამოყენება, ელექტრონული ნარჩენების რაოდენობას შეამცირებს, რასაც არ ეთანხმება კომპანია Apple-ის ხელმძღვანელობა.

ამერიკული კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სტადარტული დამტენის არსებობა შეამცირებს როგორც ინოვაციების ტემპს, ასევე შექმნის დამატებითი რაოდენობის ნარჩენებს.

ევროკავშირი 450 მილიონ ადამიანს აერთიანებს, რომელებიც ამავდროულად მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მომხმარებლები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი USB-C სტანდარტად იქნება მიღებული, ეს ზეგავლენას მთელ მსოფლიოზე მოახდენს.

"ახალი კანონი ევროპელებს ცხოვრებას გაუმარტივებს და გააუმჯობესებს გარემოს დაცვით მდგომარეობას", - განაცხადა ანდრეი კოვაჩევმა, რომელიც ერთ-ერთი მომლაპარაკებელია. 

ევროკავშირის მონაცემების მიხედვით, რომელიც გასულ წელს დაინიცირებულ კანონპროექტს დაერთო, ევროპელი მომხმარებლები წლიურად 2,8 მილიარდ ევროს ხარჯავენ დამტენების შეძენაზე, სმარტფონებისგან განცალკევებით.  

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Apple-მა რამდენიმე პროდუქტზე USB-C ტიპის დამტენის გამოყენება დაიწყო, ახალი კანონმდებლობის შემოღება და ყველა მწარმოებლისთვის ერთი დამტენის გამოყენების მოთხოვნა, გაუმართლებლად მიაჩნიათ.

მსგავსი სიახლეები