ევროკავშირის ქვეყნების სკოლებში 506 ათასი უკრაინელი ბავშვი წავიდა - ევროკომისია
ევროკავშირის ქვეყნების სასკოლო სისტემებში 506 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვია ინტეგრირებული. ამის შესახებ 1 სექტემბერს ევროკომისიის პრესსამსახურმა Telegram-ზე განაცხადა.
"უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შემოჭრის გამო, ეს წელი აღსანიშნავია იმით, რომ ასობით ათასი ბავშვი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისიის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ ზოგადად, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან 8.6 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა ევროკავშირის საზღვარი უკრაინიდან და მოლდოვადან, მაგრამ თითქმის 6 მილიონი უკვე დაბრუნდა სახლში.
უკრაინაში 1 სექტემბერს მილიონ 872 ათასი ბავშვი სკოლაში წავიდა, 850 ათასზე მეტი კი დისტანციურად ისწავლის.