ევროკავშირმა ბოსნია-ჰერცეგოვინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა
ევროკავშირმა ბოსნია-ჰერცეგოვინას ორგანიზაციის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებმა ევროკავშირის მინისტრების შესაბამისი რეკომენდაცია ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გადაწყვეტილებას ბალკანეთის ამ სახელმწიფოს მაცხოვრებლებისთვის "სიგნალი" უწოდა. ამავე დროს, მისი თქმით, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება "ახალი ხელისუფლებისგან რეფორმების მოლოდინზე" მიანიშნებს. კერძოდ, ბრიუსელი სარაევოსგან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და მმართველობის განვითარებაში პროგრესს ელის.
ბოსნია-ჰერცეგოვინამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2016 წელს გააკეთა. თუმცა, ევროკომისიამ ქვეყანისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია ევროპულ საბჭოს მხოლოდ 2022 წლის ოქტომბერში გაუწია.
ივნისში ევროკავშირის წევრობის კანდიდატები უკრაინა და მოლდოვა გახდნენ. ორგანიზაციაში მსგავსი აპლიკაცია საქართველომაც გაგზავნა, თუმცა მას მხოლოდ "ევროპული პერსპექტივის" სტატუსი მიენიჭა.