ევროკავშირმა უკრაინა მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ევროკავშირმა განაახლა იმ არაწევრი სახელმწიფოების რიცხვი, რომელთა მოქალაქეებსაც გარკვეული წესებით ევროკავშირში მოგზაურობა შეეძლებათ. მიმდინარე კვირაში რეკომენდირებული ქვეყნების ჩამონათვალს უკრაინა დაემატება. 

ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

"ევროპელი დიპლომატები შეთანხმდნენ დაემატებინათ უკრაინა არაწევრი სახელმწიფოების სარეკომენდაციო სიაში, რომელთათვისაც უნდა მოიხსნას მოგზაურებაზე დაწესებული შეზღუდვები. სია ოფიციალურად ხვალ განახლდება. მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი უკვე არიან ამ ჩამონათვალში",- წერს იოზვიაკი. 

საქართველოში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდის ფონზე უკვე რამდენიმე თვეა ქვეყანა ე.წ. წითელი ქვეყნებს განეკუთვნება, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირში შესვლა შეზღუდვის გარეშე არ შეუძლიათ. 

უნდა ითქვას, რომ ბრიუსელში დამტკიცებული უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და არ აქვს სავალდებულო ხასიათი. ამგვარად, გაერთიანების თითოეული წევრი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას არაწევრი სახელმწიფოს მოქალაქეების შემოშვების შესახებ. 

მსგავსი სიახლეები