ევროკავშირმა უკრაინას 600 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარება ჩაურიცხა
ევროკავშირმა უკრაინას 600 მილიონი ევროს ტრანში ჩაურიცხა, რომელიც 9 მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების ნაწილია. ამის შესახებ 20 მაისს, Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
"დღეს ჩვენ უკრაინას ახალი ტრანში ჩავურიცხეთ - 600 მილიონი ევროს ოდენობით, მაკროფინანსური დახმარების სახით. 2022 წელს უკრაინას ჩვენ დამატებით 9 მილიარდი ევროს სესხი შევთავაზეთ", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი იმუშავებს აღდგენის პლატფორმაზე, რათა დაეხმაროს უკრაინას, რომ აღდგეს, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა.