ევროკომისია: უკრაინა ევროკავშირისგან 8 მილიარდი ევროს მაკროფინანსურ დახმარებას მიიღებს

უკრაინა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშს, 8 მილიარდი ევროს მიიღებს. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა ბრიუსელში 12 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ ვაპირებთ, რომ მალე გამოვიდეთ წინადადებით დარჩენილი მაკროფინანსური დახმარების გაწევის შესახებ. ის მოიცავს დახმარების სრულ ოდენობას, რომელიც შეთანხმებულია ევროპული საბჭოს მიერ უკრაინის აღდგენისთვის. მეორე ტრანშზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რათა მისი ჩარიცხვა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს", - განაცხადა მან.

დამაზუსტებელ კითხვაზე საუბრობდა თუ არა ის 8 მილიარდი ევროს შესახებ, მომხსენებელმა უპასუხა: "ვმუშაობთ მეორე ტრანშზე, რომელიც 8 მილიარდ ევროს შეადგენს."

უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს დახმარების შესახებ ევროკომისიამ მაისის შუა რიცხვებში განაცხადა. პირველი ტრანში, 1 მილიარდი ევრო, ევროპულმა საბჭომ 12 ივლისს დაამტკიცა.

მსგავსი სიახლეები