ევროპარლამენტმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გადაცემას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა.

ფინანსური დახმარების გადაცემას ხმა 598-მა დეპუტატმა მისცა, 53 წინააღმდეგი იყო, 43-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

იანვარში, რუსული არმიის უკრაინის საზღვართან მობილიზების ფონზე, ევროკომისიამ ევროპარლამენტს უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი წარუდგინა.

პაკეტი სხვადასხვა მიმართულებით სესხებსა და გრანტების მოიცავს. 

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ამ დახმარებით უკრაინა ფინანსურ საჭიროებებს დაიკმაყოფილებს.

უკრაინისთვის 1.2 მილიარდიანი დახმარების გადაცემის წინააღმდეგ ხმა ძირითადად ევროსკეპტიკოსმა დეპუტატებმა მისცეს.

 

 

მსგავსი სიახლეები