ევროპის საბჭო დაუჭირა მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას

ევროპის საბჭომ ოფიციალურად დაუჭირა მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. 

მოლაპარაკებების გახსნის კონფერენცია 25 ივნისს გაიხსნება. 

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 14 ივნისს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების მიერ მოლაპარაკებების ჩარჩოს საბოლოო დამტკიცება. 

წყაროების ცნობით, გადაწყვეტილება უნგრეთის მუმდივი წარმომადგენლის პოზიციის გამო გაჭიანურდა - უნგრელი ჩინოვნიკის თქმით, უკრაინას არ აქვს საკმარისი პროგრესი უნგრეთის მთავრობისთვი პრობლემურ საკითხებზე. 

უნგრეთის ვეტოს დასაძლევად საჭირო გახდა გარანტიები, რომ უნგრეთის მიერ წამოჭრილ საკითხებს მოლაპარაკებების პროცესში განიხილავდნენ. 

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

"დღეს, მე ხელი მოვაწერე ბრძანებულებას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ევროკავშირის წევრობა არის ჩვენი გზა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისაკენ. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ოფიციალურ დელეგაციას, რომლებიც მომავალ კვირას, ლუქსემბურგში, მოლაპარაკებებს ოფიციალურად დაიწყებენ" - წერს სოციალურ ქსელ X-ზე პრეზიდენტი.

 

მსგავსი სიახლეები