ფედოროვი: ბოლო ორ კვირაში რუსებმა ზაპოროჟიეში 5-7 კმ-ით უკან დაიხიეს
უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიების უახლოეს მომავალში დეოკუპაციას გეგმავენ.ამის შესახებ 10 ივნისს ეროვნული ტელემარათონის ეთერში ზაპოროჟიის რაიონის ოკუპირებული ქალაქის, მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
"ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზაპოროჟიედან ფრონტის ხაზი დაახლოებით 5 კმ-ით უკან გადავიდა, სადღაც 7 კმ-ით. შესაბამისად, მოხდება როგორც ქალაქ მელიტოპოლის, ისე სხვა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია. ეს არის დღის წესრიგი. ჩვენი დამცველები ზუსტად ასეთ ამოცანებს უყენებენ საკუთარ თავს", - განაცხადა ფედოროვმა.
9 ივნისს, ზაპოროჟიეს სამხედრო-რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ სტარუხმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის ხაზი ზაპოროჟიეს რეგიონში უკან გადაწიეს - მათ დაიბრუნეს "პატარა უკრაინული მიწა".
5 ივნისის მდგომარეობით, სტარუხის ინფორმაციით, რეგიონის ტერიტორიის თითქმის 60% დროებით ოკუპირებულია. 7 ივნისს მან განაცხადა, რომ ოკუპანტებმა მელიტოპოლიდან და ვასილიევსკის ოლქის ნაწილიდან სამხედროების გაყვანა დაიწყეს.