ფიშერი: აღნიშნული კანონის არსებობის პირობებში საქართველო EU-ში ვერ გაწევრიანდება

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი დეზინფორმაციის ექსპერტთან, ნინო შენგელიასთან ინტერვიუში რუსულ კანონსა და მოახლოვებულ არჩევნებზე საუბრობს (TV პირველის თარგმანი).

"არჩევნები არის ქართველებისთვის, მომავალი კი ქართველების გადასაწყვეტია და თქვენ და თქვენმა თანამოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტოთ, რომელი გზით წავა ქვეყანა.

ყავით პოზიტიურები და არ განიცადოთ აპათია. თქვენი ცხოვრება და მომავალი თქვენს ხელშია.

ნუ იტყვით, რომ არაფერი შეგიძლიათ შეცვალოთ, ან, რომ პოლიტიკა არ გაინტერესებთ. ეს თქვენი მომავალია და პირადად თქვენ გეხებათ.

ეს ჩვენი ყველაზე დიდი სიყვარულის ნიშანია საქართველოს მიმართ, რომ ვთქვათ, შემოგვიერთდით, ნამდვილად შემოგვიერთდით ჩვენს ორგანიზაციაში - ევროკავშირში. [...]

გაჟღერდა ბრალდებები, რომ ევროკავშირი ტერორს აფინანსებს. ევროკავშირი არ აფინანსებს ტერორს, ევროკავშირი ებრძვის ტერორს. 

გავრცელდა ბრალდება, რომ ევროპელმა კომისარმა სიცოცხლის მოსპობის მუქარა გააჟღერა. მე არ მჯერა. მე არ მომისმენია სატელეფონო საუბარი, მაგრამ ეს წარმოუდგენელია ჩემთვის.

ჩვენ არ ვკლავთ ხალხს და ჩვენ რატომღაც მოგვიხსენიებენ "გლობალური ომის პარტიის", "ლიბერალური ფაშიზმის", რევოლუციის მეორე ფრონტის შესახებ დისკუსიებში. ჩვენ ვფიგურირებთ ისეთ კონტექსტში, სადაც ჩვენი ადგილი არ არის. [...]

ევროკავშირი პარტნიორობის ცენტრია და ევროკავშირში გაწევრიანება იურიდიული პროცესია. მხოლოდ გრძნობებზე ან ისტორიაზე არ არის საუბარი. 

თუ ქვეყანა მიიღებს კანონებს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს,  მაშინ ის ვერ გაწევრიანდება. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის ასეთი - წინააღმდეგობრივი, სამართლებრივი აქტი, რადგან ის უხეშად ერევა იმ ფუნდამენტურ უფლებებში, რომელიც ევროკავშირის მიერ არის გარანტირებული.

რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება: ქართველები ხშირად ამბობენ, რომ ისინი ევროპული ოჯახის წევრები არიან, რაც სიმართლეა, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანება იურიდიული პროცესია. აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ პრინციპებს და მისი არსებობის პირობებში საქართველო ვერ შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას".

 

მსგავსი სიახლეები