ფონ დერ ლაიენი: ევროკომისია 2023 წელს უკრაინას ყოველთვიურად €1.5 მილიარდს გამოუყოფს

ევროკომისია მუშაობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა უკრაინას 2023 წელს 18 მილიარდი ევრო და ომის დასრულებამდე ყოველთვიურად 1.5 მილიარდი ევრო გადასცეს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 25 ოქტომბერს, ბერლინში, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენციის გახსნისას განაცხადა

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის საერთაშორისო ფინანსური ექსპერტების შეფასებით, საჭიროა თვეში 3-დან 5 მილიარდ ევრომდე უკრაინის ძირითადი საჭიროებების - ხელფასების, პენსიების და სხვა ხარჯებისთვის.

"ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ევროკავშირმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს - მე მჭიდროდ ვმუშაობ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან, რათა უკრაინას ომის დასრულებამდე თვეში 1.5 მილიარდი ევრო და ჯამში 2023 წელს კი დაახლოებით €18 მილიარდი გადავცეთ", - თქვა მან ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

"ეს არის ტერორიზმი. რუსეთი უკრაინის განადგურებას და პარალიზებას ცდილობს, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი სიახლეები