ფონ დერ ლაიენი: ევროკომისია უკრაინას 5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიამ უკრაინას 5 მილიარდი ევროს ოდენობით დამატებითი დახმარების გამოყოფა შესთავაზა. ამის შესახებ Twitter-ზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაწერა.

მისი თქმით, უკრაინაში შექმნილი ვითარება ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას მოითხოვს.

"დღეს ევროკომისია ქვეყანას დამატებით 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსურ დახმარებას სთავაზობს. ეს დახმარება ემატება იმ 10 მილიარდ ევროს, რომელიც ევროკავშირმა უკვე გასცა ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების სახით", - თქვა დერ ლეიენმა.

პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის თქმით, უკრაინამ წელს უკვე მიიღო $17.5 მილიარდის ფინანსური დახმარება და წლის ბოლომდე პარტნიორებისგან კიდევ 12-დან 16 მილიარდ დოლარამდე მიიღებს.

მსგავსი სიახლეები