ფრანგი მინისტრი: უკრაინას კანდიდატის სტატუსი სწრაფად უნდა მივცეთ
ევროპულ საქმეებში საფრანგეთის მინისტრის კლემენტ ბონის განცხადების თანახმად, უკრაინელების მოთხოვნას ევროკომისიამ დადებითი პასუხი უნდა გასცეს და კანდიდატის სტატუსი სწრაფად მიანიჭოს.
"ჩვენ უნდა მივცეთ დადებითი სიგნალი, რაც შეიძლება სწრაფად. ამის შემდეგ დაიწყება გაწვრიანების პროცესი, რასაც გულწრფელად ვამბობ, რომ დრო დაჭირდება.
პირველ რიგში, ეს არის ომში მყოფი ქვეყანა, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია ომის შეჩერება, უკრაინის რეკონსტრუქცია და შემდგომ ევროკავშირში ინტეგრაცია"- განაცხადა ბონმა.
ევროპულ საქმეებზე პასუხისმგებელი მინისტრის საქმიანობა საფრანგეთისა და ევროკავშირის ურთიერთობაზეა ფოკუსირებული.
ივნისის ბოლოს, ევროკომისია საკუთარ გადაწყვეტილებას გაასაჯაროებს კანდიდატის სტატუსზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ.