"გადასაჭრელია ლეგიტიმურობის საკითხი"- ლავროვი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ არაორაზროვნად მიანიშნა, რომ ახლო მომავალში ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა. 

State Of Play: ამის შესახებ სერგეი ლავროვმა მოსკოვში, ინდოელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა - ამასთაანავე რუსეთის საგარეო მინისტრის ლექსიკონში ძალიან მცირე პაუზის შემდეგ კვლავ გაჩნდა ისეთი შეფასებები, როგორიცაა "რუსოფობიური და ნეონაცისტური რეჟიმი." 

  • "ჩვენმა პრეზიდენტმა არაერთხელ გამოთქვა მზაობა, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის თაობაზე, იმ დათქმით, რომ ყველა განსახილველი საკითხი კარგად იქნება დამუშავებული და მომზადებული"- თქვა ლავროვმა. 

  • ლავროვის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა რუსეთის მხრიდან შეუძლებელი იქნება "თუ არ გადაწყდება უკრაინის მხრიდან შეთანხმებაზე ხელმომწერი პერსონის ლეგიტიმურობის საკითხი." 

Big Picture: ამავე პრესკონფერენციაზე ლავროვმა "კატეგორიულად" გამორიცხა უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ჯარების განლაგება. 

  • "როგორც დასავლეთში მიმდინარე დისკუსიები გვაჩვენებს, ყველა ეს გარანტია თავისი არსით გულისხმობს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას სამხედრო ინტერვენციის გზით"- ამბობს ლავროვი. 

  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედი გამოთქვა, რომ "ძალები, რომლებიც ამ იდეას (რედ. უკრაინაში სამშვიდობოების განლაგების) ამუშავებენ, ხვდებიან, რომ ეს რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია."

Сontext: დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება უკვე დაწყებულია - თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ შეთანხმება 18 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრის ფარგლებში შედგა. 

  • თეთრ სახლში ამბობენ, რომ დონალდ ტრამპს სურს პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს აგვისტოს ბოლომდე შეხვდნენ - მიუხედავად ამისა, რუსი მაღალჩინოსნები უკვე მერამდენე დღეა მიანიშნებენ, რომ ამგვარი შეხვედრა ახლო მომავალში შეუძლებელია. 
  • ასევე თითქმის ერთი კვირაა რუსეთის უარყოფს, რომ თანახმაა უკრაინისთვის ნატოს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელსაც ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების თქმით, პუტინი ალასკაში დათანხმდა. 

Go Deeper: WaPo: პუტინმა არასწორად შეაფასა თავისი შესაძლებლობები ტრამპთან მოლაპარაკაბებში

მსგავსი სიახლეები