გაერო: ომის გამო უკრაინა 6 მილიონმა ადამიანმა დატოვა

24 თებერვალს რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრაინა ექვსმა მილიონმა ადამიანმა დატოვა, ნათქვამია გაეროს ლტოლვილების სააგენტოს განახლებულ ანგარიშში.

გაეროს უწყებამ უკრაინელების ქვეყნიდან გადინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილთა ყველაზე სწრაფად მზარდი კრიზისი უწოდა.

უკრაინელების უდიდესი ნაწილი - 3,3 მილიონი - პოლონეთში ჩავიდა.

 

მსგავსი სიახლეები