გაერო: რუსეთი "მარცვლეულის შეთანხმებიდან" არ გასულა
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსმა, 31 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის განცხადებები "მარცვლეულის შეთანხმებაში" მონაწილეობის შეჩერების შესახებ არ ნიშნავს, რომ შეთანხმება ძალაში აღარ არის.
"ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა ძალაში რჩება, მიუხედავად რუსეთის მონაწილეობის შეჩერებისა. რუსეთს არ შეუწყვეტია "მარცვლეულის შეთანხმება" და არ გამოსულა მისგან. მათ განაცხადეს, რომ შეაჩერეს მასში მონაწილეობა განუსაზღვრელი ვადით", - განაცხადა გრიფიტსმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის განცხადების შემდეგ, ინიციატივა მოქმედებს.
"ჩვენ ვაგრძელებთ ამ ინიციატივით თურქეთთან ერთად გემების გაგზავნას, სადაც ეს შესაძლებელია, და უკრაინასთან ამ გემების შესამოწმებლად", - აღნიშნა ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ.
მისი თქმით, გაერო "როგორც შუამავალი აგრძელებს რუსულ მხარესთან ურთიერთობას მის მიერ წამოჭრილი საკითხების გადასაჭრელად".
"რაც მალე შევძლებთ რუსეთის ჩართულობის სრულად აღდგენას, მით უკეთესი", - თქვა გრიფიტსმა.
31 ოქტომბერს ოდესის, ჩორნომორსკისა და პივდენის პორტებიდან 12 გემი გავიდა 354.5 ათასი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციით.