გაერო: რუსეთი საკვებს ომის იარაღად იყენებს
გაეროს სურსათის პროგრამის ხელმძღვანელი დეივიდ ბისლი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში საკვების მარაგებს და მომარაგების ქსელს მიზანმიმართულად ანადგურებენ.
გასულ თვეში გამოქვეყნებულ ანგარიში გაერომ განაცხადა, რომ სასურსათო ქსელი უკრაინაში „მოშლის პირასაა“.
„ჩვენ ვნახეთ, როგორ აფეთქებენ [რუსები] სურსათის საწყობებს. ეჭვგარეშეა, რომ რუსები საკვებს ომის იარაღად იყენებენ“, - ამბობს ბისლი ამერიკულ CBS-სთან ინტერვიუში.
ბისლის განცხადებით, გაეროს სურსათის პროგრამა ალყაშემორტყმულ ადგილებში, როგორიცაა მარიუპოლი, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ვერ ახერხებს.