გაერომ უშიშროების საბჭოში ვეტოს დადების პროცედურა შეცვალა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმა მისცა რეზოლუციას, რომელიც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს ვეტოს უფლების გამოყენების „დასაბუთებას“ ავალდებულებს.

რეზოლუციის თანახმად, რომელიც ასამდე ქვეყანამ ერთობლივად წარადგინა, ვეტოს დადების შემდეგ ათი სამუშაო დღის ვადაში გენერალური ასამბლეის სხდომა უნდა შეიკრიბოს, რომელიც ვეტოს გამოყენებაზე იმსჯელებს.

ინიციატივას მხარი არ დაუჭირა უშიშროების საბჭოს ორმა წევრმა - რუსეთმა და ჩინეთმა.

1946 წლის შემდეგ ვეტოს უფლება ხუთმა მუდმივმა წევრმა სულ 262-ჯერ გამოიყენა.

რუსეთმა (მანამდე საბჭოთა კავშირმა) ვეტოს უფლებით ყველაზე ხშირად, 119-ჯერ ისარგებლა.

რუსეთს აშშ (82-ჯერ), დიდი ბრიტანეთი (29), ჩინეთი (16) და საფრანგეთი (16) მოსდევს.

ბუჩაში და სხვა უკრაინულ ქალაქებში რუსეთის ჩადენილი ომის დანაშაულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს სისტემის გადასინჯვა მოითხოვა.

„გაეროს სისტემა დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს, რათა ყველა ქვეყანა სამართლიანად იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოზე ვიდეო-მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები