გაიდაი: რუსი დამპყრობლებისგან ლუგანსკის ოლქის 11 დასახლება გავათავისუფლეთ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაათავისუფლეს ლუგანსკის ოლქის 11 დასახლება რუსი დამპყრობლებისგან. ამის შესახებ 12 ნოემბერს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

"რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, სამწუხაროდ, მოახერხეს ძლიერად მომზადება, მუდმივად აგროვებენ რეზერვებს, აღჭურვილობას, აშენებენ თავდაცვით ზღუდეებს და ირგვლივ ყველაფერს ნაღმავენ", - აღნიშნა გაიდაიმ.

მისი თქმით, ფრონტის ხაზთან მდებარე ოკუპირებულ სოფლებში დამპყრობლებმა ადგილობრივი მოსახლეობა სახლებიდან გამოასახლეს და მათ სახლებში დასახლდნენ.

"სად წავლენ ადამიანები ზამთარში, მტერს არ ადარდებს", - აღნიშნა გაიდაიმ.

მან ასევე დაამატა, რომ ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში მდგომარეობა კრიტიკულია, რადგან მტრის მიერ ოკუპირებული ქალაქები არ არის მზად გათბობის სეზონისთვის.

"ადგილობრივი მაცხოვრებლები სულ უფრო ხშირად ისმენენ ფრონტიდან ხმებს, ანუ უკრაინის შეიარაღებული ძალები უახლოვდებიან", - შეაჯამა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები