ბრიტანულმა დაზვერვამ ლუგანსკში რუსების ყველაზე დაუცველი მიმართულება დაასახელა
სვატოვოს მიმართულება ლუგანსკის რეგიონში, ალბათ, რუსული არმიისთვის ამ დროისთვის ყველაზე დაუცველია. ამას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ 21 ნოემბერს გამოქვეყნებულ დაზვერვის ანგარიშში ვკითხულობთ.
დაზვერვის ცნობით, ოკუპანტები აგრძელებენ ტერიტორიაზე გამაგრებების მშენებლობას. თუმცა იქ განლაგებული რუსეთის ფედერაციის ქვედანაყოფები ძირითადად მობილიზებული ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც არ გაუვლიათ საჭირო მომზადება.
"იმის გამო, რომ სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის ხაზი ახლა უფრო დაცულია მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სვატოვოს სექტორი ახლა, ალბათ, რუსული ძალების უფრო დაუცველი ოპერატიული ფლანგია", - აცხადებენ დაზვერვაში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსებს აკლიათ როგორც კვალიფიციური ჯარისკაცები, ისევე აღჭურვილობა სვატოვოში წარმატებული თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციებისთვის.
ამავდროულად, კრემლი სვატოვოზე კონტროლის შენარჩუნებას, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ პრიორიტეტად განიხილავს, რადგან ის ლუგანსკის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია.