გაიდაი: ლუგანსკში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ორი მიმართულებით აქვს წინსვლა
ლუგანსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალები წვიმის მიუხედავად პროგრესირებს. ამის შესახებ 27 ოქტომბერს Telegram-ზე რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
"ჩვენ დამცველებს სვატოვისა და კრემენსკის მიმართულებით წინსვლა აქვთ. წვიმა ხელს გვიშლის, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ", - წერს ის.
სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსი დამპყრობლები ცდილობდნენ ბელოგოროვკაში შეჭრას, მაგრამ უშედეგოდ - "ყველა შეტევა მოვიგერიეთ".