გაიცანით ბეტა თაობა, რომელიც 2025 წლიდან დაიბადება

პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა თაობას - ბეტას - ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენლები მიმდინარე, 2025 წელს დაბადებული ადამიანები გახდებიან, ხოლო თაობის ბოლო წარმომადგენლებად 2039 წლის ჩათვლით დაბადებული ადამიანები იქნებიან.

დიდი სურათი: ამ თაობის ბევრი ადამიანი XXII საუკენეშიც მოასწრებს ცხოვრებას. ამ თაობის გამოცდილება განსზაღვრული იქნება არაპროგნოზირებადი და სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებებით და კლიმატის პრობლემებით, უფრო მეტადაც კი, ვიდრე მათი ყველაზე ახლო წინაპრების. 

ბეტა იქნება მეორე თაობა ალფა თაობის (2010-დან 2024 წლებში დაბადებულები), რომლებიც სრულად XXI-ე საუკუნეში დაიბადნენ. 

დემოგრაფისა და სოციალური მკვლევარის, მარკ მაკკრინდლის პროექციის მიხედვით თაობის რიცხოვნება პიკში 2 მილიარდს გადააჭარბებს და მასზე მრავალრიცხოვანი 2.1 მილიარდი ადამიანით მხოლოდ ალფა თაობა იქნება. სწორედ მაკკრინდლის მოგონილია ტერმინი ალფა თაობა. 

იმავე მკლევარის ცნობით, 2035 წლისთვის ბეტა თაობის ხვედრითი წილი მსოფლიოს მოსახლეობაში 16%-ს გაუტოლდება. 

ამასთანავე მკვლევარების თქმით, ჯერჯერობით ადრეა იმის თქმა თუ როგორი იქნება ყველაზე ახალგაზრდა თაობის ძირითადი მახასიათებლები. 

დემოგრაფ ჯინ ტვენგეს შეფასებით, თაობებს შორის განსხვავები მხოლოდ მას შემდეგ იკვეთება, როდესაც იმ თაობების უმეტესობა, რომლებსაც ვადარებთ სრულწლოვანებას აღწევს. 

"თაობებს შორის განსხვავებები ძირითადად ტექნოლოგიურ ცვლილებებს უკავშირდება"- ამბობს ტვენგე. 

ამ თვალსაზრისით მთავარი ინტრიგა ხელოვნური ინტელექტის განვითარებას უკავშირდება, რომელიც ბეტა თაობის დაბადების მომენტში მთავარი ტექნოლოგიური ცვლილებაა - ყველაზე ახალგაზრდა თაობის ძირითადი მახასიათებლები სწორედ იმ ცვლილებებით იქნება გამოწვეული, რომელსაც ადამიანების ყოფით ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტის უფრო ფართედ დანერგვა გამოიწვევს. 

ასე მაგალითად, თუ კი ზეტ თაობის გამოცდილებისთვის განმსაზვრელი სოციალური მედია და ქსელები იყო, მოსალოდნელია, რომ ბეტა თაობისთვის ამ ფუნქციას ე.წ. ვირტუალური სამყაროები, თუ რეალობები შეასრულებს, მაგალითად Minecraft და Roblox. 

ჯინ ტვენგეს თქმით, თუ ხელოვნური ინტელექტი ადამიანების ცხოვრებაში იმ დონით დაინერგება, რომ ახალგაზრდებს შორის ხელოვნური ინტელექტის გერლფრენდისა და ბოიფრენდის ფენომენი ფართედ გავრცელდება ამას სოციალური ურთიერთობების სისტემაზე უზარმაზარი გავლენა ექნება. 

ამ კუთხით ბევრი იქნება დამოკიდებული სახელმწიფოს რეგულაციებსა და საკანონმდებლო ბაზაზე. 

ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების კანონმდებლობისა და რეგულაციების გამკაცრებაზე უკვე მუშაობენ ევროკავშირში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის პროგნოზით მომდევნო წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული დეზინფორმაციისა და მისინფორმაციის რისკები უმნიშვნელოვანესი გამოწვევა იქნება. 

ალფა თაობის მშობლები ძირითადად ზეტ თაობა და ახალგაზრდა მილენიალები იქნებიან. დემოგრაფების შეფასებით, ამ თაობების მშობლები უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ სხვადასხვა არასტაბილურობებს და მეტად ორიენტირებულები იქნებიან მდგრადობაზე, როგორც ეკონომიკურ, ასევე, კლიმატის საკითხებში. 

"ალფა თაობაზე დიდ გავლენას იქონიებენ მშობლები, რომლებიც თავის მხრივ ეკონომიკური და სოციალური გამოწვევებით დახუნძლულ პერიოდში ცხოვრობდნენ. ეს ქმნის ერთგვარ მოჭიდებას, წინააღმდეგობის უნარს, თუმცა ერთგვარ კონსერვატიულ მსოფლმხედველობას - გადაარჩინო, ხელახლა გამოიყენო - ფოკუსს არამხოლოდ და არა იმდენად ზრდაზე, რამდენადაც აკუმულაციაზე",- ამბობს მაკკრინდლი. 

გარდა ამისა მაღალი ალბათობით ბეტა თაობა ბოლო ასწლეულებში არნახული დემოგრაფიული ცვლილებების მოწმე გახდება - ქალთა ფერტილურობის შემცირებისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ფონზე მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 2040 წლიდან პლანეტის მოსახლეობა შემცირებას დაიწყებს. 

"იმ მომენტისთვის, როდესაც ბეტა თაობის წარმომადგენლები სრულწლოვანები გახდებიან მთავარი საკითხი არა მოსახლეობის სიჭარბე, არამედ მოსახლეობის მდგრადობის შენარჩუნება იქნება"- ამბობს მაკკრინდლი. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები