გერაშჩენკო: 40-ზე მეტი ვაგონისგან შემდგარი რუსული მატარებელი გავანადგურეთ

31 ივლისს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ უკრანელებმა HIMARS-ის მაღალი სიზუსტის რაკეტებით ყირიმიდან ხერსონში მიმავალი მატარებელი გაანადგურეს. 

მისი თქმით, დაზვერვის მონაცემებით, სულ მცირე 80 რუსი ჯარისკაცი განადგურდა, 200-ზე მეტი კი დაიჭრა.

გერაშჩენკოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"პარასკევს ღამით, HIMARS-ის მაღალი სიზუსტის ჭურვებმა 40-ზე მეტი ვაგონისგან შემდგარი რუსული მატარებელი გაანადგურა, რომელიც ყირიმიდან ხერსონის რეგიონში, ბრილევკას სარკინიგზო სადგურზე ცოცხალი ძალით, აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალებით ჩამოვიდა.

შედეგად, ცოცხალი ძალა ნახშირად გადაიქცა, აღჭურვილობა ლითონის ჯართად და საბრძოლო მასალები კი ჰაერში აფრინდა.

ასევე, დაზვერვის თანახმად, დაიღუპა რუსეთის რკინიგზის კომპანიის ყველა მემანქანე და ინჟინერი, რომლებსაც სამხედრო ტვირთი გადაჰქონდათ ყირიმიდან ხერსონის რეგიონში.

ეს არ არის უკრაინაში რუსეთის რკინიგზის მემანქანეების დაღუპვის პირველი შემთხვევა. და არც უკანასკნელი.

HIMARS-ის რაკეტები ანადგურებენ რუსეთის რკინიგზის ყველა ჯარისკაცს და ოფიცერს, დაქირავებულსა და მომსახურე პერსონალს.

გნებავთ დიზელის ლოკომოტივებისა და ელმავლების მძღოლები ცოცხლები გადარჩნენ? დაარწმუნეთ ფეხი, მკლავი მოიტეხონ, დაავადდნენ, მაგრამ მატარებლებით უკრაინაში არ წავიდნენ!

წინააღმდეგ შემთხვევაში - სიკვდილი ან, საუკეთესო შემთხვევაში, კიდურების დაკარგვა - გარდაუვალია!"

მსგავსი სიახლეები