გერმანია ოთხი თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე 16 მილიარდ ევროს დახარჯავს
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ 5 თებერვალს გამოაცხადა, რომ 16 მილიარდ ევროს დახარჯავს ოთხი დიდი თბოელექტროსადგურის ასაშენებლად.
ამის შესახებ Politico წერს.
გერმანიის სამთავრობო კოალიციამ თბოელექტროსადგურებში ინვესტირების გადაწყვეტილება სოციალ-დემოკრატი კანცლერის, ოლაფ შოლცისა და ეკონომიკის მინისტრსა და მწვანეთა პარტიის ლიდერ რობერტ ჰაბეკს შორის მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.
შეთანხმება ითვალისწინებს 2028 წლისთვის სიმძლავრის გაზრდის საბაზრო მექანიზმის შექმნას ელექტროენერგიის წარმოების გაფართოების მიზნით.
გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ახალი სტრატეგია "ავსებს განახლებადი ენერგიის წყაროების თანმიმდევრულ გაფართოებას" და არის გასაღები ენერგიის სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად "მაშინაც კი, როდესაც მზე და ქარი ცოტაა."
განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზზე მომუშავე ელექტროსადგურები არის "თანამედროვე, უაღრესად მოქნილი და კლიმატისადმი კეთილგანწყობილი," რადგან ისინი შეძლებენ განახლებადი წყაროებიდან წარმოებული მწვანე წყალბადის გარდაქმნას გაზის გამოსაყენებლად.
ოთხი ახალი სადგური 10 გიგავატამდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და მათ მშენებლობაზე ტენდერები მალე გამოცხადდება.
გერმანიამ ბოლო სამი ბირთვული რეაქტორი 2023 წლის აპრილში დახურა.