გერმანია: მთავრობა და ოპოზიციის ნაწილი თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე შეთანხმდა

გერმანიის ოთხი ყველაზე მსხვილი პარტია თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდასა და მის გადანაწილებაზე შემთანხმდა.

სამთავრობო კოალიციასა (სოციალ-დემოკრატები, მწვანეები, თავისუფალი დემოკრატები) და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ფრაქციას (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი) შორის 100 მილიონით გაზრდილი სამხედრო ბიუჯეტის დეტალებზე კომპრომისი 3 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შედგა.

კანონპროექტის დამტკიცებას ბუნდესტაგში ხმების 2/3 სჭირდება, ამდენად, მთავრობას სურდა, ოპოზიციას წინასწარ შეთანხმებოდა.

გერმანიის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, გერმანიის კონსტიტუცია შეიცვლება და შეიქმნება ახალი ფონდი, რომლის საშუალებითაც თავდაცვის ბიუჯეტი გაიზრდება.

ცალკე შეიქმნება კანონპროექტი, სადაც ფონდთან და ჯარის დაფინანსებასთან დაკავშირებული დეტალები იქნება გაწერილი.

გარდა ამისა, დაჩქარდება იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენა.

თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდით გერმანია NATO-ს სამიზნეს, მშპ-ს 2%-ს გადასცდება.

საამისოდ გერმანიამ თავდაცვაზე წელიწადში 70 მილიარდი ევრო უნდა ხარჯოს.

 

 

მსგავსი სიახლეები