გერმანია რუსული ნავთობის შესყიდვას უახლოეს დღეებში სრულად შეწყვეტს
![](https://realpolitika.ge/storage/images/cache/900x440/habeck(1).jpg)
გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, გერმანია რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტას უახლოეს რამდენიმე დღეში აპირებს.
ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა პოლონელ კოლეგასთან, ანნა მოსკვასთან ვარშავაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამჟამად რუსეთზე გერმანული ნავთობის იმპორტის 12% მოდის. რობერტ ჰაბეკის თანახმად, "ალტერნატივის მოძიება მომდევნო დღეების ამოცანა იქნება".
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ გერმანიას რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტისთვის მზადაა:
"დღეს შემიძლია ვთქვა, რომ [რუსულ ნავთობზე] ემბარგო გერმანიისთვის გამკლავებადი იქნება", - თქვა ჰაბეკმა.
როგორც აქამდე იყო ცნობილი, გერმანია რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტას 2022 წლის ბოლომდე გეგმავდა.