გერმანია უახლოეს კვირებში უკრაინას დამატებით Mars II-ებს გადასცემს
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ 12 ოქტომბერს, რამშტაინის ფორმატში უკრაინის დახმარების მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვითი დახმარების გაწევის შესახებ. ამის შესახებ სამინისტროს ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"რამშტაინის დღევანდელი შეხვედრა მიმდინარეობს განსაკუთრებულ დროს: რუსული სარაკეტო დარტყმები და ნაწილობრივი მობილიზაცია, ყალბი რეფერენდმები, უკრაინის კონტრშეტევა", - ნათქვამია განცხადებაში.
"ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას. მომდევნო რამდენიმე კვირაში, მეტი [ჰაუბიცები] PzH2000 და [სარაკეტო სისტემები] MARS II გადაეცემა უკრაინას", - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.
განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის შეიარაღების რაოდენობა.