გერმანია უკრაინას 7 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხი განიხილეს.
ლიდერები თანხმდებიან, რომ კიევისთვის ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გაწევა ომის მესამე წელიწადს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, შტეფენ ჰებესტრეიტის განცხადებით, ბერლინი მზად არის, რომ 2024 წელს უკრაინას 4 მილიარდი ევროს ნაცვლად, 7 მილიარდი ევროს (7.6 მილიარდი დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწიოს.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ აშშ-მ უკრაინას ყველაზე დიდი სამხედრო დახმარება, 44 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის, გაუწია. თუმცა ამჟამად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, კონგრესში არსებული რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო, უკრაინის დასახმარებლად 61 მილიარდ ევროზე მეტის გამოყოფას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.
ხისტი პოზიციის მქონე რესპუბლიკელების აზრით, 61 მილიარდი ევროს დახარჯვა „კრიტიკულად“ მნიშვნელოვანია აშშ-ს მიერ მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებისა და საიმიგრაციო კანონების რეფორმისთვის.