გერმანია უკრაინას წელს პირველ საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს გადაცემს
გერმანია უკრაინას პირველ საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM-ს წელს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინაში, ანკა ფელდჰუზენმა 12 სექტემბერს Радио НВ-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ელჩის თქმით, უკრაინა ჯამში ოთხ ასეთ საჰაერო თავდაცვის სისტემას მიიღებს, რომელთაგან ერთი გარანტირებულად 2022 წელს ჩავა.
"ჩემი აზრით, იქნება მეორე სისტემაც [2022 წელს]. მესამე და მეოთხე იქნება მოგვიანებით, ახალი წლის დასაწყისიდან", - თქვა ფელდჰუზენმა.
ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ბერლინში "ჩვენ ვაკვირდებოდით და აღფრთოვანებული ვიყავით" უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევით აღმოსავლეთსა და სამხრეთში.
საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM-ის დახმარებით, 40 კმ დიაპაზონში, 20კმ-ის სიმაღლეზე, შესაძლებელია საბრძოლო თვითმფრინავების, ვერტმფრენების, ფრთოსანი რაკეტების, სარაკეტო არტილერიის, თვითმფრინავების, სარადარო რაკეტების და ბომბების ჩამოგდება.