გერმანიამ ალიშერ უსმანოვს $600 მილიონიანი იახტა ჩამოართვა

 

გერმანიის ხელისუფლებამ, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის $600 მილიონიანი იახტის კონფისკაცია მოახდინა.

ამ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Forbes-ი ავრცელებს.

აღნიშნული ქმედების მიზეზი ის სანქციები გახდა, რომელიც ევროკავშირმა პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქებს დაუწესა, მათ შორის ალიშერ უსმანოვსაც, რომელსაც ხშირად რუსეთის პრეზიდენტის "საყვარელ" ოლიგარქად მოიხსენიებენ.

156 მეტრიანი იახტა, უსმანოვმა, 2016 წელს გერმანული გემთმშენებელი კომპანია Lürssen-გან 600 მილიონ დოლარად შეიძინა. 

იახტას 96 ადამიანი ემსახურება და 24 მგზავრზეა გათვლილი. გარდა ამისა, იახტას აქვს ყველაზე დიდი ბასეინი, 2 ვერტმფრენის დასაჯდომი, საუნა, სპორტული დარბაზი და სილამაზის სალონი. 

უსმანოვის გარდა, ცნობილია, რომ კიდევ ხუთ ოლიგარქს აქვს ე.წ "სუპერიახტა", რომლებიც ინდოეთის ოკეანეში, მალდივების კუნძულებთან დაცურავენ, რათა თავიდან აიცილონ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის იურისდიქცია. 

მსგავსი სიახლეები