გერმანიამ უკრაინას Leopard 1-ის ტანკები და სარადარო სისტემა TRML-4D გადასცა
გერმანიის მთავრობის განცხადებით უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადაეცა, კერძოდ, Leopard 1A5-ის ტანკები და საჰაერო სარადარო სისტემა TRML-4D.
გერმანიის სამხედრო დახმარების სიის განახლების მიხედვით, უკრაინას გასულ კვირას 10 საბრძოლო ტანკი Leopard 1A5 და კიდევ ერთი საჰაერო რადარი TRML-4D გადაეცა.
უკრაინამ პირველი TRML-4D-ის რადარი მაისში მიიღო, ხოლო მეორე - ივნისში.
TRML-4D უახლეს სარადარო ტექნოლოგია AESA-ს იყენებს, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ტიპის სადესანტო სამიზნეები აღმოაჩინოს, თვალყური ადევნოს და კლასიფიცირება მოახდინოს, ასევე ფოკუსირდეს მცირე, სწრაფ და დაბლა მფრინავ ფრთოსან რაკეტებზე, თვითმფრინავებზე და შვეულმფრენებზე.
გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას 16 Vector-ის სადაზვერვო დრონი მიაწოდა და ახლა მათი რაოდენობა 104-ია, ასევე ოთხი სატვირთო ტრაქტორი 8x8 HX81, ოთხი ნახევრადმისაბმელი, 13 მილიონზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა და საველე ჰოსპიტალი.
აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გერმანია უკრაინას დამატებით 30 Leopard 1-ის ტანკს მას შემდეგ გადასცემს, რაც Rheinmetall-მა ისინი ბელგიიდან იყიდა.
ამასთანავე, მედიის ცნობით, გერმანიამ საბერძნეთს მიმართა წინადადებით, რომ უკრაინას 100 ბერძნული Leopard 1A5 გადასცეს, რომლებიც ამჟამად ექსპლუატაციაშია და სანაცვლოდ გერმანიისგან მოდერნიზებული ჯავშანტექნიკა მიიღოს.