გერმანიამ უკრაინას სამი Mars II და სამი Panzerhaubitze 2000 გადასცა

გერმანიამ უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Mars II გადასცა. ამის შესახებ 26 ივლისს Telegram-ზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

"ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Mars II ჩვენმა გერმანელმა მოკავშირეებმა გადმოგვცეს უკვე უკრაინაშია", - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

უკრაინაში მძიმე შეიარაღების ახალი პარტიის გაგზავნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმაც დაადასტურა, იუწყება Welt.

მისი თქმით, გერმანულმა მხარემ უკრაინულ მხარეს სამი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Mars II, ასევე სამი თვითმავალი ჰაუბიცა Panzerhaubitzen 2000 გადასცა.

Panzerhaubitze 2000 თანამედროვე გერმანული თვითმავალი ჰაუბიცაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ჭურვებს 30-67 კმ-ის მანძილზე ისვრის.

Mars II ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის, M270A1-ს ევროპული ვერსიაა.

მსგავსი სიახლეები