გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებისთვის 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გერმანიის მასშტაბით ჩატარებული რეიდების დროს, 25 ადამიანი დააკავეს, რომელთაც ბრაალი ედებათ მთავრობის გადატრიალების დაგეგმვაში - ამ ინფორმაციას, BBC ავრცელებს.
გერმანული მედია წერს, რომ ულტრამემარჯვენეებისა და ყოფილი სამხედროების ჯგუფი, პარლამენტის შენობაში შეჭრასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავდა.
დაუდგენელი ჯგუფის ლიდერი, სავარაუდოდ, 71 წლის გერმანელი მამაკაცია, რომელიც საკუთარ თავს, პრინცი ჰაინრიხ XIII-ედ მოიხსენიებს.
ფედერალური პროკურატურის თქმით, გერმანიის 11 მიწაზე დაკავებულ პირთა შორის, სავარაუდოდ ორი ლიდერი.
როგორც ამბობენ, შეთქმულთა შორის არიან ექსტრემისტული მოძრაობის Reichsbürger (რაიხის მოქალაქეები) წევრები, რომლებიც ძალადობრივი თავდასხმებისა და რასისტული შეთქმულების თეორიების გამო, დიდი ხანია, რაც გერმანიის პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
ცნობილია, რომ ეს ჯგუფი უარს ამბობს თანამედროვე გერმანული სახელმწიფოს აღიარებაზე.
"ჩვენ ჯერ არ გვაქვს ამ ჯგუფის სახელი", - თქვა ფედერალური პროკურატურის სპიკერმა.
არსებული მონაცემებით, ეს დაჯგუფება 50 ადამიანისგან შედგება, რომელთა მიზანსაც - რესპუბლიკური მოდელის დამხობა და 1871 წლის გერმანიის მოდელზე, ახალი მმართველობის შექმნა წარმოადგენს.