გერმანიაში მატარებლების მემანქანეები 6 დღით გაიფიცნენ

გერმანიაში მემანქანეთა პროფკავშირმა - „GDL-მა“ ქვეყნის მთავარ სარკინიგზო ოპერატორს, Deutsche Bahn-ს სამუშაო საათებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნები წაუყენა და 6 დღით გაფიცვა გადაწყვიტა. გაფიცვა 24 იანვრის ღამის 02:00 საათზე დაიწყო და 29 იანვრამდე გაგრძელდება.

მემანქანეები გასულ წელს ორი, თითქმის 24 საათიანი, მსვლელობა გამართეს, იანვარში კი 3 დღით გაიფიცნენ.

გაფიცვის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით სარკინიგზო მიმოსვლა ბევრ ქალაქში შეიზღუდა. გარდა ამისა, დაზარალდა ევროპული სატვირთო მიმოსვლა და დაფიქსირდა ტვირთის მოცულობის ვარდა.

19 იანვარს Deutsche Bahn-მა კომპრომისული წინადადება წარმოადგინა, რომელიც 2026 წლიდან სამუშაო საათების კვირაში 37 საათამდე შემცირებას (არსებული ანაზღაურების შემცირების გარეშე) გულისხმობდა, თუმცა მემანქანეთა პროფკავშირმა - „GDL-მა“ აღნიშნული შეთავაზება უარყო.

მატარებლის მემანქანეები ხელფასის 550 ევროს ოდენობით ზრდას, ინფლაციისთვის 12 თვის განმავლობაში კომპენსაციასა და ყოველკვირეული სამუშაო საათების 38-დან 35-მდე შემცირებას ითხოვენ, რაზეც კომპანია - „Deutsche Bahn“ უარს აცხადებს.

გერმანიის ტრანსპორტის მინისტრის, ფოლკერ ვისინგის თქმით, მთავრობა GDL-სა და Deutsche Bahn-ს შორის არბიტრაჟს არ გამორიცხავს.

„თუ ვითარება ჩიხში შევიდა და ერთმანეთთან საუბარი აღარ შეგვიძლია, მაშინ სასწრაფოდ გვჭირდება შუამავლობა, ან არბიტრაჟი“, - ფოლკერ ვისინგი.

 

 

მსგავსი სიახლეები