გერმანიის აეროპორტებში გაფიცვა დაიწყო
17 თებერვალს, დილიდან გერმანიაში აეროპორტის გაფიცვა დაიწყო, რამაც ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლის ფართომასშტაბიანი პარალიზება გამოიწვია. გაფიცვა ღამით ჰანოვერის აეროპორტში დაიწყო, გაფიცული აეროპორტებიდან ერთადერთში, რომელსაც ღამის საათებში მუშაობის უფლება აქვს.
პროფკავშირ Ver.di-ს ინფორმაციით, ჰანოვერის აეროპორტმა ფაქტობრივად შეწყვიტა მუშაობა. გაფიცვის ორგანიზატორები აპირებენ შეძლებისდაგვარად შეაჩერონ ყველა ფრენა მაინის ფრანკფურტის, მიუნხენის, შტუტგარტის, ბრემენის, ჰამბურგის და დორტმუნდის აეროპორტებში.
აეროპორტის ასოციაცია ADV-ს შეფასებით, 2340 ფრენის გაუქმებით, დაახლოებით 300 000 მგზავრი დაზარალდება. ასოციაციამ მომხდარს შრომითი კონფლიქტის უპრეცედენტო ესკალაცია უწოდა. მხოლოდ Lufthansa იძულებული გახდა დაახლოებით 1300 ფრენა გაეუქმებინა.
Ver.di ითხოვს ხელფასების 10.5%-ით გაზრდას და 500 ევროს ერთჯერად გადახდას ითხოვს მისი 2.5 მილიონი წევრისთვის. შრომითი ხელშეკრულების ვადა კი 12 თვე უნდა იყოს. დამსაქმებლები უარყოფენ ამ მოთხოვნებს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 22-23 თებერვალს პოტსდამშია დაგეგმილი.