გერმანიის ახალი მთავრობა მარიხუანის ლეგალიზაციის გეგმავს

 

კლიმატის ცვლილების, ეკონომიკის დიჯიტალიზაციის და მინიმალური ხელფასის გაზრდის გარდა, გერმანიის ახალმა სამთავრობო კოალიციამ კონსენსუსს მიაღწია მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხზე, რასაც წლების განმავლობაში ანგელა მერკელის პარტია ეწინააღმდეგებოდა. 

"მარიხუანის ლეგალიზაცია, რომელსაც წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ამ ბაზრის კონტროლის, რეგულირებისა და ახალგაზრდების დაცვის საშუალებას მოგვცემს",- განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ლარს ლინდემანმა.

ახალ კოალიციაში შემავალი პარტიებმა საკითხზე კონსენსუსს მალევე მიაღწიეს - გეგმის მიხედვით, ლეგალური იქნება მარიხუანის გაყიდვა, თუმცა მათი წარმოება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებულ კომპანიებს ექნებათ. ახალი კოალიციის გეგმით, სახელმწიფო დაუწესებს გადასახადებს ახალ ბიზნესებს და გააკონტროლებს პროდუქციის ხარისხს. ამავე გეგმის მიხედვით 4 წლის შემდეგ შეისწავლის თუ რა ეფექტი იქონია ლეგალიზაციამ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. 

ამ შემთხვევაში გერმანია იქნება პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელიც მარიხუანის ლეგალიზაციას მოახდენს. აქამდე ეს ნაბიჯი გადადგა კანადამ და აშშ-ის ცალკეულმა შტატებმა, მათ შორის კალიფორნიამაც, რომელიც ცალკეულად სიდიდით მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკაა. ამგვარად გერმანიის მაგალითი შესაძლოა მისაბაძი გახდეს სხვა ევროპული სახელმწიფოებისთვისაც. 

არსებული კანონმდებლობით გერმანიაში მარიხუანის მოხმარება ლეგალურია, თუმცა კვლავ უკანონოა პროდუქციის ყიდვა-გაყიდვა.  

ახალი კოალიციის გეგმას მალევე გამოეხმაურა ბავარიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ერთ-ერთი ლიდერი მარკ ბლუმე "ეს საშიში ექსპერიმენტია, რომელიც საზიანო ნარკოტიკს მილიონობით ახალგაზრდის ცხოვრების წესად აქცევს". 

ამ საკითხზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევით, მარიხუანის ლეგალიზაციას გამოკითხულთა მხოლოდ 30% ემხრობა, ხოლო 59% მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება თუ ყველაფერი ისე დარჩება როგორც არის. 

 

 

მსგავსი სიახლეები