გერმანიის არმიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

 

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების მებრძოლებისთვის და სამინისტროს თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.

Associated Press-ის ცნობით, ამ კვირაში არმიისა და თავდაცვის სამინისტროს 1215 თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. 

წინა კვირაში, გერმანიაში ინფიცირების შემთხვევების 50%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ქვეყნის მოსახლეობის 68% სრულად აცრილია.

ორშაბათს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ აუცრელი ადამიანები ან ვაქცინას გაიკეთებენ, ან ისინი კორონავირუსით დაინფიცირდებიან.

"ზამთრის ბოლომდე გერმანიის ყველა მოქალაქე ან აცრილი იქნება, ან გადაიტანს ვირუსს, ან დაიღუპება," - თქვა შპანმა.

 

მსგავსი სიახლეები