გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინას ომის მოგება შეუძლია
გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და სანქციების დახმარებით რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლას. ასევე გეგმავს მონაწილეობას უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა 12 მაისს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჰაბეკის თქმით, გერმანია ხელს შეუწყობს მსოფლიოში ახალი ანტირუსული სანქციების შემოღებას და აპირებს მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას მოახდენს რუსეთის ეკონომიკაზე.
"ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა გადარჩა, ის იბრძვის, შეუძლია მოიგოს ეს ომი და ჩვენი მთავარი გადაწყვეტილებაა დავეხმაროთ მას ამაში", - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, გერმანია ომის დასრულების შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციაში გერმანული კომპანიების მონაწილეობის ხელშეწყობას გეგმავს.
"ეს არ იქნება მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა უკრაინის იმაზე უკეთესი იყოს აღდგენის შემდეგ, ვიდრე ომამდე იყო", - განაცხადა ჰაბეკმა.