გერმანიის ელჩი: ამომრჩეველზე ზეწოლა წარსულის ნაწილი უნდა გახდეს

გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა, "რეალპოლიტიკასთან" საუბრისას მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმების შედეგად, არჩევნებში მცირე პარტიებს უფრო მეტი შანსი ეძლევათ, რაც პლურალისტულად დაკომპლექტებული საკრებულოების მიღების შესაძლებლობას ზრდის. 

ჰუბერტ ქნირშმა წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრისას თქვა, რომ მუდმივი ბრალდებები და ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ინსინუაციები ყველასთვის მიუღებელია.

"არის გარკვეული ტიპის ზეწოლა ამომრჩეველსა და პატარა პარტიის კანდიდატებზე, მათ აქვთ შეგრძნება, რომ რისკავენ და თავს საფრთხეში იგდებენ, მაშინ როდესაც ადგილობრივ არჩევნებში აქტიურობით, ისინი საზოგადოებას ემსახურებიან. ვიმედოვნებ, რომ მომავალში პოლიტიკური კულტურა, პარტიებისა და კანდიდატების ურთიერთდამოკიდებულება გაუმჯობესდება და უფრო ევროპული გახდება. ამომრჩეველსა და კანდიდატებზე ზეწოლა საქართველოს წარსულის ნაწილი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს" - განაცხადა ქნირშმა

გერმანიის ელჩი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის, ამ ეტაპზე, უცნობია, თუ რა შედეგები ექნება მესამე პრეზიდენტის საქართველოში შესაძლო დაბრუნებას.  

 

 

მსგავსი სიახლეები