შროდერი: უკრაინის მიერ გერმანიის კრიტიკა აღმაშფოთებელია
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შროდერმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, უკრაინული მხარე დაადანაშაულა.
ამის შესახებ, მან საკუთარი პოდკასტის ახალ ეპიზოდში ისაუბრა. შროდერმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის მოსკოვში ვიზიტამდე, კიევში არ უნდა ჩასულიყო, რადგან ეს შესაძლოა რუსეთს პროვოკაციად აღექვა.
შროდერი იმ რუსული კომპანიის გენერალური დირექტორია, რომელიც Nord Stream 2-ის გაზსადენს ფლობს. მან სიტუაციის ესკალაციაში უკრაინა დაადანაშაულა და მოუწოდა "იარაღის ჟღარუნი" შეწყვიტოს.
ასევე მან აღნიშნა, რომ გერმანიის კრიტიკა უკრაინისთვის იარაღით მიწოდებაზე უარის თქმის გამო "ნამდვილად აღმაშფოთებელია".
გერჰარდ შროდერი 1998-2005 წლებში გერმანიის კანცლერის თანამდებობას იკავებდა.