გერმანიის მთავრობა გაზპრომის შვილობილი კომპანიის კონტროლს იბარებს

გერმანიაში გაზპრომის შვილობილი კომპანიის, Gazprom Germania-ს კონტროლს გერმანიის მთავრობა იბარებს.

ქვეყნის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის გადაწყვეტილებით, კომპანიის მეურვე ქსელების ფედერალური სააგენტო გახდება.

ჰაბეკი გადაწყვეტილების მიზეზად "გაურკვეველ სამართლებრივ ურთიერთობებს" და სავაჭრო და საგადასახადო რეგულაციების დარღვევას ასახელებს.

გასულ პარასკევს გაზპრომმა განაცხადა, რომ თავისი გერმანული შვილობილი კომპანიის საქმიანობას გააჩერებდა.

მსგავსი სიახლეები