გერმანიის მთავრობა კერძო კომპანიას ნებას დართავს, უკრაინას ტანკები გადასცეს

გერმანიის მთავრობა გერმანულ კერძო კომპანიას უფლებას მისცემს, უკრაინას მძიმე შეიარაღება გადასცეს. ამის შესახებ არაერთი გერმანული გამოცემა წერს.

როგორც მედია იუწყება, საუბარია "გეპარდის" ტიპის საჰაერო თავდაცვის ტანკებზე, რომლებსაც უკრაინას გერმანული ფირმა Krauss-Maffei Wegmann (KMW) გადასცემს. ამ ტანკებს წარსულში ბუნდესვერი ფლობდა, რის შემდეგაც KMW-მ ტექნიკურად გამართა და ახლა საბრძოლველად მზადაა.

ჯერჯერობით დაზუსტებული არაა, თუ რამდენ "გეპარდს" მიიღებს უკრაინა. თუმცა როგორც ცნობილია, KMW ათეულობით ასეთ ტანკს ფლობს.

 

მსგავსი სიახლეები