გერმანიის პრეზიდენტი: უვიზო რეჟიმის გაჩერებაზე გავრცელებული ინფორმაცია მცდარია
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა "ევროობზერვერის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. გამოცემის თანახმადაც, გერმანია ზოგიერთი ქვეყნის - მათ შორის საქართველოს მიმართ, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვდა.
მისი თქმით, ეს ინფორმაცია სიცრუეა და მსგავსი ინიციატივა გერმანიას არ წამოუყენებია.
"ამ ინფორმაციის წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. ამის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და დავადგინე, რომ ეს სიახლე რეალობას არ ეფუძნებოდა. უბრალოდ, ყალბი ამბავია" - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერმა ეს განცხადება მოლდოვაში ვიზიტის დროს გააკეთა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა.