ჰაიდაი: ლიმანის ოპერატიულ ალყაში 5 ათასამდე ოკუპანტი მოვაქციეთ

ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქი ლიმანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულ ალყაში იმყოფება. მისი მონაცემებით ალყაშია მოქცეული ოკუპანტების დაახლოებით 5-ათასიანი დაჯგუფება. 

ჰაიდაის თქმით, ლიმანში მყოფმა დაჯგუფებებმა სამხედრო ხელმძღვანელობას უკან დახევის ნებართვა სთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს. 

ჰაიდაის თქმით, ოკუპანტებს სრულად მოჭრილი აქვთ მომარაგებისა და უკან დახევის გზები და ისინი სრულყოფილ ალყაში იმყოფებიან. ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის ლიმანში მყოფ ოკუპანტებს სულ 3 ვარიანტი აქვთ: შეეცადნონ ალყის გარღვევას, ჩაბარდნენ ტყვედ ან მოკვდნენ. 

ლიმანის მიმართულებით შექმნილ ვითარებაზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ალყაში მოქცეული ოკუპანტების რაოდენობაზე დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს და მათი რაოდენობა 2 500-დან 5 500-მდე მერყეობს. 

გუშინდელი მიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ომში სტრატეგიული ინიციატივა მოიპოვა და ფრონტის ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლას განიცდის. 

მსგავსი სიახლეები