ჰაიდაი: სევეროდონეცკს ოკუპანტები ნაწილობრივ აკონტროლებენ, ალყის საშიშროება არ არსებობს

ლუჰანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი აცხადებს, რომ ოკუპანტები ქალაქ სევეროდონეცკს ნაწილობრივ აკონტროლებენ, თუმცა რუსეთის არმიის მიერ ალყის საშიშროება არ არსებობს.

სევეროდონეცკი ლუჰანსკის ობლასტში უკრაინული წინააღდმეგობის ერთ-ერთ ბოლო ფორპოსტად რჩება.

კიევის მიერ კონტროლირებული ტერიტორია განუწყვეტელი საარტილერიო დაბომბვის ქვეშაა, წერს ჰაიდაი Telegram-ზე.

უკრაინელები კონტროლს ინარჩუნებენ სტრატეგიული მნიშვნელობის - ლისიჩანსკი-ბახმუტის - ტრასაზე, საიდანაც სევეროდონეცკის დამცველები მარაგდებიან.

უკრაინული მხარის განცხადებით, გზაზე გადაადგილება გახშირებული რუსული იერიშის გამო სულ უფრო საშიში ხდება.

ჰაიდაი რუსული აგრესიის მსხვერპლზეც საუბრობს.

გუშინ ლისიჩანსკში ავტომობილის დაბომბვის შედეგად ჟურნალისტები დაშავდნენ, ერთი ფრანგი რეპორტიორი კი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები