ჰამასი მძევლებს დამამშვიდებელ აბებს ასმევდა, რათა ისინი კადრებში უფრო ბედნიერები ყოფილიყვნენ
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ქნესეთის ჯანდაცვის კომიტეტს განუცხადა, რომ ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებულ მძევლებს დამამშვიდებელ აბებს აძლევდნენ, სანამ მათ წითელ ჯვარს გადასცემდნენ.
მედიკამენტების მიცემა მიზნად ისახავდა მძევლების მშვიდად, ბედნიერად და კეთილგანწყობილად გამოჩენას, ღაზაში 50 დღიანი ტყვეობის შემდეგ.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელმა ჰაგარ მიზრაჰიმ კონკრეტული პრეპარატი, კლონაზეპამი დაასახელა. ისრაელში კლონექსის სახელით ცნობილი პრეპარატი შფოთვითი აშლილობის, კრუნჩხვების, ბიპოლარული მანიის, ფსიქოზისა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ გამოიყენება.
პირველად ეს საკითხი მძევლების ოჯახებმა წამოჭრეს.
ისრაელის ქნესეთის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა იონათან მაშრიკიმ ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდა, მთელს მსოფლიოში გაუგზავნოს ჯანდაცვის ორგანიზაციებს მოხსენება, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ჰამასის მიერ მედიკამენტების გამოყენების მტკიცებულებები.