ჰეილი: თუ ტრამპი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდება, ეს აშშ-სთვის თვითმკვლელობა იქნება

სამხრეთ კაროლინას ყოფილმა გუბერნატორმა ნიკი ჰეილიმ კომენტარი გააკეთა მისი კონკურენტის, დონალდ ტრამპის მიერ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის მიღების პერსპექტივაზე და ასეთ სცენარს შეერთებული შტატებისთვის "თვითმკვლელობა" უწოდა.

ამის შესახებ ნიკი ჰეილიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს რესპუბლიკელ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში, ჰეილიმ უპასუხა: "მე ვიტყვი, რომ სერიოზული შეშფოთება მაქვს დონალდ ტრამპის მიმართ."

მან გაიხსენა, რომ მას 91 სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს ოთხ ცალკეულ საქმეზე.

"ეს (საპრეზიდენტო კამპანია - რედ.) შეიძლება იყოს ტრამპის გადარჩენის გზა, რათა გადაიხადოს სამართლებრივი ხარჯები და თავი დააღწიოს სამართლებრივ საფრთხეს, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყნისთვის თვითმკვლელობას ჰგავს," - ხაზგასმით აღნიშნა პოლიტიკოსმა.

"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ არ გვყავს ვინმე, ვისაც შეუძლია გაიმარჯვოს საყოველთაო არჩევნებში, მაშინ ჩვენ უბრალოდ სოციალისტ მემარცხენეებს ვნებდებით," - დასძინა მან.

ნიკი ჰეილიმ დონალდ ტრამპის მიმართ კრიტიკა ბოლო დღეებში მკვეთრად გააძლიერა, განსაკუთრებით მშობლიურ შტატ სამხრეთ კაროლინაში დამარცხების შემდეგ.

ჰეილიმ პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მინიმუმ 5 მარტამდე, სუპერ სამშაბათის პრაიმერამდე იბრძოლებს.

მან ასევე განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული გახდეს ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი.

მსგავსი სიახლეები