ჰელსინკის კომისიამ MEGOBARI Act-ი დააინიცირა

აშშ-ს ჰელსინკის კომისიამ სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გაიმეორა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. კომისიის ცნობით, 20 მაისს ინიცირებული კანონპროექტი MEGOBARI Act-ი მისაღებად წარმომადგენელთა პალატის ბოლო კენჭისყრას ელოდება. 

"მაისში, აშშ-სა და საქართველოს ხალხის თანამეგობრობის ნიშნად, ჰელსინკის კომისიამ MEGOBARI Act-ი დააინიცირა, ორპარტიული კანონპროექტი, რომლის მიზანიც საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებაა. 

MEGOBARI აქტი რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციებს, ხოლო კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს, და ვიზალიბერალიზაციას მოიცავს

სანამ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის ბოლო კენჭისყრას ელოდება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა ქართველი ხალხის ძალისხმევისა, დაიცვან საკუთარი დემოკრატია და მიჰყვნენ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზას, რომელიც თავად აირჩიეს".

მსგავსი სიახლეები