ჰერჩინსკი ოცნების ბანერებზე: მკითხეს აზრი და მეც გულწრფელად გავეცი პასუხი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ბანერების თემასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

"თუ მეკითხებით განცხადებაზე, რომელიც პარასკევს გავაკეთე თბილისში გამოკრულ ბანერებთან დაკავშირებით, მაშინ გეტყვით, რომ მე მკითხეს აზრი ბანერებზე და მეც გულწრფელად გავეცი პასუხი, როგორც ყოველთვის ვაკეთებ ქართველებთან საუბარში.

როგორც ევროკავშირის ელჩი, მე მაქსიმუმს ვაკეთებ და ყოველთვის ვცდილობ, რომ ვერავინ დამადანაშაულოს ჩარევაში.

მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოახლოებული არჩევნები არის შესაძლებლობა ქართველებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი აზრი და მხოლოდ ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ ვინ იქნება მთავრობაში.

მე იმედი მაქვს, რომ არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და ინკლუზიური იქნება.

ჩვენ, ევროკავშირი, დაველოდებით საერთაშორისო დამკვირვებლების მოხსენებებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს".

მსგავსი სიახლეები