ჰასან ნასრალა: ისრაელს ჰეზბოლასთან ომის ეშინია

 

შიიტური ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ ირანისგან დისტანცირება სცადა, თუმცა აღნიშნა, რომ ისრაელს ირანისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ ომის დაწყების ეშინია.

ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ლიდერმა თქვა, რომ ისრაელი რეალურად ირანზე თავდასხმას ვერ გაბედავს, მაგრამ თუ ამას გააკეთებს, ჰეზბოლა ისრაელთან ომს დაუყოვნებლივ არ დაიწყებს. მისი განმარტებით, ამას ორგანიზაცია მოგვიანებით გადაწყვეტს.

"ირანი ძლიერი რეგიონული სახელმწიფოა და მასთან ნებისმიერი ომი მთელ რეგიონს ააფეთქებს", - აღნიშნა ნასრალამ.

ქვეყნის შიგნით ჰეზბოლას კრიტიკოსების მიერ გამოთქმული მოსაზრებების საპასუხოდ, რომ ორგანიზაცია ლიბანის ნაცვლად თეირანის ინტერესების გამტარებელია, ნასრალამ განაცხადა: "გვითხარით ერთი ქმედება, რომელიც ჩვენ ირანისთვის გავაკეთეთ და არა ლიბანისთვის?"

გარდა ამისა, ნასრალამ აღნიშნა, რომ ისრაელს ჰეზბოლასთან ომის ეშინია, რადგან მათ უპრეცედენტო რაოდენობის მებრძოლები ჰყავთ. ასევე, მან თქვა, რომ ისრაელმა ლიბანში დრონებით მოქმედება შეწყვიტა, რადგან ჰეზბოლას ძლიერი საზენიტო სისტემები აქვს.

მსგავსი სიახლეები